"სააკაშვილის ტყვეობა უნდა დასრულდეს, 21 დეკემბერს ყველას გელოდებით რუსთაველის გამზირზე"
14/12/2021 18:04:00 პოლიტიკა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია მხარდამჭერებს 21 დეკემბერს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს. მელიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აქციაზე ბევრი ხალხი მივიდეს.
მისი თქმით, ვიდრე ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება, ეროვნულ თანხმობაზე საუბარი შეუძლებელია:
"შეუძლებელია ოლიგარქატმა გაიხანგრძლივოს მისი არსებობა ხელისუფლებაში. მიხეილ სააკაშვილის ტყვეობაც უნდა დასრულდეს, რამეთუ შეუძლებელია ვსაუბრობდეთ ეროვნულ თანხმობაზე, მანამ სანამ მიხეილ სააკაშვილი ტყვეობაშია. 21 დეკემბერს ყველას გელოდებით რუსთველის გამზირზე, 18:00 საათზე, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ბევრნი".
ცნობისთვის: 21 დეკემბერს 18:00 საათზე სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით რუსთაველზე აქცია გაიმართება.


