"ამ დრომდე სააკაშვილმა საჭირო დახმარება ფსიქოთერაპიის სახით ვერ მიიღო"
14/12/2021 18:10:05 პოლიტიკა
სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ფსიქოთერაპიის საჭირო დახმარება ამ დრომდე არ მიუღია.
"ყოველ შემთხვევაში ამ დრომდე, გიდასტურებთ, რომ მან საჭირო დახმარება ფსიქოთერაპიის სახით ვერ მიიღო და ბევრი რამ გაართულა, მათ შორის სომატური თვალსაზრისითაც და ვფიქრობთ, ეს დახმარება რომ ყოფილიყო შეთავაზებული, შესაძლებელია, სხვა თვალსაზრისითაც უფრო მეტი წინსვლა ყოფილიყო ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართულებით", - განაცხადა ლომჯარიამ "ტვ პირველის" ეთერში.
იხილეთ ასევე: რა წერია სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა კონსილიუმის დასკვნაში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ


