Accentnews.ge
დღეს ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი გაიმართება

დღეს ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი გაიმართება

15/12/2021 05:50:59 პოლიტიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ევროკომისიის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვენიის პრემიერ-მინისტრის ერთობლივი მიწვევით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ბრიუსელში დღეს იმართება.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირები ევროკავშირთან აღმოსავლეთ პარტნიორობაში ჩართული ხუთი სახელმწიფოს ლიდერებს უმასპინძლებენ. 12 წლის წინ დაწყებულ ინიციატივაში ექვსი სახელმწიფო – საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსი ჩაერთნენ. გასულ წელს ბელარუსმა აღმოსავლეთ პარტნიორობაზე უარი თქვა. სამიტის მოსამზადებელ მინისტერიალებზე ითქვა, რომ ბელარუსი ხალხისთვის განკუთვნილი მეექვსე სკამი სიმბოლურად ცარიელი იქნება. სამიტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის თავმჯდომარეობით გაიმართება.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დასასრულს, მხარეები პოლიტიკურ დეკლარაციას მიიღებენ. პარტნიორ სახელმწიფოებს, განსაკუთრებით კი, ასოცირებულ ტრიოს, რომელიც სამმა ასოცირებულმა სახელმწიფომ – საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ დააფუძნეს, იმედი აქვთ, რომ მათ მისწრაფებებს პოლიტიკური კომუნიკე ადეკვატურად უპასუხებს.

დღევანდელი "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტი რიგით მე-6 არის. ის ტრადიციულად 2 წელიწადში ერთხელ იმართებოდა, თუმცა ბოლო 4 წლის განმავლობაში არ ჩატარებულა, რაც, მათ შორის, კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა თავდაპირველად შვედეთმა და პოლონეთმა შეიმუშავეს. ევროპულმა საბჭომ ახალი ფორმატი 2009 წლის 19 მარტს დაამტკიცა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S