Accentnews.ge
ტიკარაძე – სააკაშვილის გლდანის ციხეში დაბრუნებაზე: "ექიმების რეკომენდაციას გავითვალისწინებთ"

ტიკარაძე – სააკაშვილის გლდანის ციხეში დაბრუნებაზე: "ექიმების რეკომენდაციას გავითვალისწინებთ"

15/12/2021 07:37:51 პოლიტიკა

"ექიმების რეკომენდაციას გავითვალისწინებთ", – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტების კითხვას ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში დაბრუნებასთან დაკავშირებით.

„მე არ ვარ კლინიცისტი, შესაბამისად, პაციენტის მდგომარეობას ვერ შევაფასებ, ექიმები ჩართულები არიან, რა თქმა უნდა, ჩვენ ექიმების რეკომენდაციას გავითვალისწინებთ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

14 დეკემბერს სახალხო დამცველთან არსებულმა ექიმთა კონსილიუმმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს აქვს ნევროლოგიური და ფსიქიკური პათოლოგიები, მათ შორის ზომიერიდან მძიმემდე დეპრესია და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა.

როგორც ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ განმარტა, პოსტტრავმულ სტრესში იგულისხმება ე.წ. შუმოკები, გადაყვანის სტრესი, დაპატიმრების სტრესი.

"ადამიანს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა რადგან აქვს, ეს იმას გულისხმობს, რომ სტრესი ზუსტად პენიტენციურ დაწესებულებაში მიიღო, ყველაზე მეტად – გლდანში, ამიტომ იქ გადაყვანას ჩვენ არ ვუჭერთ მხარს", – განაცხადა წულაძემ.

იხილეთ ასევე: რა წერია სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა კონსილიუმის დასკვნაში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S