იენს სტოლტენბერგი - ირაკლი ღარიბაშვილს: "გვაქვს პატივი, რომ ნატო-სთან საქართველოს პარტნიორობით ვიამაყოთ"
15/12/2021 09:54:04 პოლიტიკა
"ბატონო პრემიერო, მოგესალმებით ბრიუსელში! გვაქვს პატივი, რომ ნატოსთან საქართველოს პარტნიორობით ვიამაყოთ", - ამის შესახებ ნატო–ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, წლების განმავლობაში ავღანეთში საქართველოსა და ნატო–ს პარტნიორობა სამაგალითო იყო, ეროვნულ ტერორიზმს ებრძოდნენ ერთად და წელს, აგვისტოში, აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად ათასობით ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს.
„ბატონო პრემიერო, მოგესალმებით ბრიუსელში! გვაქვს პატივი, რომ ნატოსთან საქართველოს პარტნიორობით ვიამაყოთ. ამდენი წლის განმავლობაში ავღანეთში ჩვენი პარტნიორობა სამაგალითო იყო. ჩვენ ეროვნულ ტერორიზმს ვებრძვით ერთად და წელს, აგვისტოში შევძელით ავღანეთიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია მოგვეხდინა. ავღანეთში ჩვენი მისია არ იყო ფუჭი, ვებრძოდით ეროვნულ ტერორიზმს, 9/11-ის მოვლენების შემდეგ, ერთად ვართ და ერთად ვაგრძელებთ ავღანეთში ტერიტორიის გათავისუფლებას იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ვინმემ ტერორიზმისთვის აღარ გამოიყენოს. ერთმანეთს ვაძლიერებთ, ვამყარებთ და ძალიან გვიხარია, რომ სხვადასხვა მისიებში ჩვენ თქვენთან თანამშრომლობის და მუშაობის პატივი გვქონდა“,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.


