Accentnews.ge
სტოლტენბერგი – ღარიბაშვილს: "მნიშვნელოვანია, მათ შორის სასამართლო სისტემის რეფორმის მიმართულებით მუშაობა გაიზარდოს და ქვეყანაში პოლარიზაციამ იკლოს"

სტოლტენბერგი – ღარიბაშვილს: "მნიშვნელოვანია, მათ შორის სასამართლო სისტემის რეფორმის მიმართულებით მუშაობა გაიზარდოს და ქვეყანაში პოლარიზაციამ იკლოს"

15/12/2021 09:57:48 პოლიტიკა

ნატო–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის სასამართლო სისტემის რეფორმის მიმართულებით მუშაობა საქართველოში გაიზარდოს და ქვეყანაში პოლარიზაციამ იკლოს. ამის შესახებ მან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

"ბატონ პრემიერ-მინისტრთან ერთად ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საქართველოს შიდა საკითხებზე, ეროვნული პროგრამის განხორციელებაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემის რეფორმის, მედიის თავისუფლებისა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით მუშაობა გაიზარდოს. ამასთან, მოგიწოდებთ იმუშაოთ ოპოზიციასთან, რათა აღმოიფხვრას პოლიტიკური განსხვავება და შემცირდეს პოლარიზაციისკენ მიმართული რიტორიკა და ქმედებები. ნატო ელის, რომ საქართველო შეინარჩუნებს დემოკრატიულ სტანდარტებს, რომლის განვითარებაზეც ის ასე გულმოდგინედ მუშაობდა უკანასკნელი წლების განმავლობაში“,- განაცხადა სტოლტენბერგმა.

,

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S