Accentnews.ge
"მოუთმენლად ველით ნატო-სთან თანამშრომლობის გაღრმავებას, რასაც საბოლოოდ შედეგად მოჰყვება ალიანსის წევრობა"

"მოუთმენლად ველით ნატო-სთან თანამშრომლობის გაღრმავებას, რასაც საბოლოოდ შედეგად მოჰყვება ალიანსის წევრობა"

15/12/2021 11:23:25 პოლიტიკა

მოუთმენლად ველით ნატო-სთან თანამშრომლობის გაღრმავებას, რასაც საბოლოოდ შედეგად მოჰყვება ნატო-ს წევრობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილმა ალიანსის გენმდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ღარიბაშვლის თქმით, გამოწვევებით სავსე გეოპოლიტიკურ გარემოში, ნატო-ს მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის თანმიმდევრულ და მტკიცე მხარდაჭერას არსებითი მნიშვნელობა აქვს.

„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა იენს სტოლტენბერგთან. დღეს, გამოწვევებით სავსე გეოპოლიტიკურ გარემოში, ნატო-ს მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის თანმიმდევრულ და მტკიცე მხარდაჭერას არსებითი მნიშვნელობა აქვს. როგორც ბრძოლაში გამოწრთობილი პარტნიორი ქვეყანა, მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაღრმავებას, რასაც საბოლოოდ შედეგად მოჰყვება ნატო-ს წევრობა“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S