"მოუთმენლად ველი ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე ხელშესახები პროგრესის მისაღწევად პარტნიორებთან ერთად აქტიურ ჩართულობას"
15/12/2021 12:32:35 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ევროკომისართან ევროკავშირში საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად საქართველოს პოტენციალის გამოყენების გზები განიხილა.
„ძალიან კარგი დისკუსია მქონდა კომისარ ოლივერ ვარჰეისთან. განვიხილეთ ევროკავშირში ჩვენი პოლიტიკური, ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად საქართველოს სრული პოტენციალის გამოყენების გზები. მოუთმენლად ველი აქტიურ ჩართულობას პარტნიორებთან ერთად ჩვენი ინტეგრაციის გზაზე ხელშესახები პროგრესის მისაღწევად“, – წერს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში.
მოგვიანებით, ვარჰეიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს რეგიონის დახმარებას ახალ კორონავირუსთან ბრძოლისა და მეტი ვაქცინების უზრუნველყოფის მიმართულებით.
„დღეს შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. შეხვედრაზე აქცენტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განხორციელებაზე და საქართველოსთვის განსაზღვრულ ფლაგმანურ ინიციატივებზე გაკეთდა. შავი ზღვის რეგიონში დაკავშირებადობა ჩვენს პრიორიტეტს წარმოადგენს. ევროკავშირი გააგრძელებს რეგიონის დახმარებას ახალ კორონავირუსთან ბრძოლისა და მეტი ვაქცინების უზრუნველყოფის მიმართულებით“, – წერს ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელში.


