Accentnews.ge
ოპოზიციური პარტიების ლიდერები საერთო კოორდინირებულ მოქმედებებზე შეთანხმდნენ

ოპოზიციური პარტიების ლიდერები საერთო კოორდინირებულ მოქმედებებზე შეთანხმდნენ

15/12/2021 13:39:05 პოლიტიკა

ოპოზიციური პარტიების ლიდერები საერთო კოორდინირებულ მოქმედებებზე შეთანხმდნენ. ეს იყო მთავარი გზავნილი, რომელზეც შეხვედრიდან გამოსულმა პოლიტიკოსებმა მედიასთან ისაუბრეს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი, მოსალოდნელი პოლიტიკური დაკავებები და საპასუხოდ ოპოზიციის მხრიდან ერთობლივად გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ხვალ დაესწრებიან ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე სასამართლო პროცესს და ბრალდებულებს მხარდაჭერას გამოუცხადებენ.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები საერთო კოორდინირებულ მოქმედებებზე შეთანხმდნენ - ეს იყო მთავარი გზავნილი, რომელზეც შეხვედრიდან გამოსულმა პოლიტიკოსებმა მედიასთან ისაუბრეს. მათი თქმით, ამ საკითხზე მუშაობა გაგრძელდება.

"ერთი მხრივ, ჩვენ ქვეყნის პრეზიდენტისგან გვესმის მნიშვნელოვანი გზავნილი პოლარიზების დასრულების შესახებ, რომელთან დაკავშირებითაც, კითხვის ნიშნების მიუხედავად, გვაქვს ინტერესი და მზაობა, რომ დაიწყოს საუბარი. კარგად გვესმის, რომ ეს არის ქვეყნისთვის აუცილებელი და ჩვენი მხრიდან ამას არავინ არ დაბლოკავს", - განაცხადა "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.

მანვე აღნიშნა, რომ, დღეს არსებული მდგომარეობის გამო, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს აქვთ დაჭერის შიში.

"ეს არათუ ვერ გაგვტეხავს, უფრო გაგვაძლიერებს", - აღნიშნა მან.

"თუ “ქართულ ოცნებას” აქვს ილუზია, რომ ამით ოპოზიცია დასუსტება, პირიქით. ჩვენ ვართ ერთიანი ამ საკითხში და შეუძლებელია ოპოზიციაში კონფლიქტის შემოტანა, იმიტომ რომ, გარდა ადამიანური თანადგომისა, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი დარტყმაა, როდესაც ამ ფონზე გრძელდება პოლიტიკური პროცესები. შევთანხმდით ძალიან კონკრეტულ, კოორდინებულ მოქმედებაზე როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე, ქვეყნის შიგნით რეაგირების კუთხით", - დასძინა ხოშტარიამ.

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ “ოპოზიციის უმეტესობა” წარმოდგენილი იქნება ხვალინდელ მიღებაზე პრეზიდენტ ზურაბიშვილთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ "ლელოს", "დროას", "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერები და პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S