Accentnews.ge
"დროა, საქართველოში დამკვიდრდეს ევროპული სტანდარტი, რომ დანაშაულების ჩამდენები პოლიტიკაში არ რჩებიან"

"დროა, საქართველოში დამკვიდრდეს ევროპული სტანდარტი, რომ დანაშაულების ჩამდენები პოლიტიკაში არ რჩებიან"

15/12/2021 14:36:13 პოლიტიკა

დროა, საქართველოში დამკვიდრდეს ევროპული სტანდარტი, რაც მდგომარეობს იმაში, რომ დანაშაულების ჩამდენები პოლიტიკაში არ რჩებიან, ეს არის მინიმალური ევროპული სტანდარტი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც შერიგებაზეა საუბარი, ამას თავისი წინაპირობები აქვს.

"სამართლიანობა არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მშვიდობისთვის და პირველ რიგში ამაზე უნდა ვისაუბროთ. ამისთვის, მნიშვნელოვანია, კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალამ და მისმა ლიდერებმა, სააკაშვილის ხელმძღვანელობით უნდა აღიარონ ის უმძიმესი დანაშაულები, რომელიც მათ აქვთ ჩადენილი და ამასთან ერთად, უნდა თქვან, რომ საქართველოში დროა, დამკვიდრდეს ევროპული სტანდარტი. ევროპული სტანდარტი მდგომარეობს იმაში, რომ დანაშაულის ჩამდენები პოლიტიკაში არ რჩებიან, ეს არის მინიმალური ევროპული პოლიტიკური სტანდარტი. როცა შენ გყავს ნაწამები, შენი დაკვეთით აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, არაადამიანურად ეპყრობოდნენ, როცა მოპარული გაქვს ხან 9 მილიონი, ხან 48 მილიონი, ხან 2 მილიარდი სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ამის შემდეგ გინდა პოლიტიკაში დარჩენა, ამით პირდაპირ ეწინააღმდეგები ევროპულ პოლიტიკურ სტანდარტს", - განაცხადა კობახიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S