ღარიბაშვილი: "მიშელს ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე რეფორმების დღის წესრიგის მიმართ საქართველოს ერთგულება კიდევ ერთხელ დავუდასტურე"
15/12/2021 15:39:09 პოლიტიკა
შარლ მიშელს ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე რეფორმების დღის წესრიგის მიმართ საქართველოს ერთგულება კიდევ ერთხელ დავუდასტურე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ მიზნების მისაღწევად ამბიციური გეგმები დაისახა და საქართველო ამ გზას მტკიცედ მიჰყვება.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტის ფარგლებში, შეხვედრა მქონდა შარლ მიშელთან. შეხვედრაზე ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე რეფორმების დღის წესრიგის მიმართ საქართველოს ერთგულება კიდევ ერთხელ დავუდასტურე. ევროკავშირსა და საქართველოს სტაბილური პარტნიორობა აერთიანებს. მიზნების მისაღწევად ამბიციური გეგმები დაისახა და ჩვენ ამ გზას მტკიცედ მივყვებით“, – აცხადებს ღარიბაშვილი.


