"კოლეგებს მოვუწოდებ, საქართველოს პრემიერთან სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი განიხილონ"
15/12/2021 15:54:07 პოლიტიკა
"ევროპის სახალხო პარტიის" პრეზიდენტი, ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ევროპელ კოლეგებს მოუწოდებს, ბრიუსელში ვიზიტით მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი განიხილონ.
"დღეს, როცა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი გაიმართება, მე მოვუწოდებ ჩემს ევროპელ კოლეგებს, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრთან განიხილონ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი. საქართველოს მესამე პრეზიდენტის, რომელმაც დაიწყო მოლაპარაკებები საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე", – წერს ტუსკი სოციალურ ქსელში.
ბრიუსელში დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი იმართება, რომელზეც საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.


