"ღარიბაშვილმა საქართველოში რეფორმების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა და მე კმაყოფილი ვარ იმ შედეგებით, რომელსაც თქვენ ბოლო 6 თვეში მიაღწიეთ"
14/12/2021 23:23:39 პოლიტიკა
"რამდენადაც ამბიციური ხართ, იმდენად ამბიციური იქნება ევროკავშირი", - ასე უპასუხა ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ კითხვას, რამდენად შორს შეუძლია ევროკავშირს წასვლა ასოცირებული ტრიოს მისწრაფებებთან დაკავშირებით.
„მე მქონდა შესაძლებლობა, მომესმინა საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის. მან საქართველოში რეფორმების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა და მე კმაყოფილი ვარ იმ შედეგებით, რომელსაც თქვენ ბოლო 6 თვეში მიაღწიეთ. მე მქონდა შესაძლებლობა საქართველოში ჩავსულიყავი და ბედნიერი ვარ საქართველოდან წამოსული კარგი ახალი ამბებით. რამდენადაც ამბიციური ხართ, იმდენად ამბიციური იქნება ევროკავშირი“, - აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.


