Accentnews.ge
ჩხოროწყუს საკრებულომ თავმჯდომარე კვლავ ვერ აირჩია.

ჩხოროწყუს საკრებულომ თავმჯდომარე კვლავ ვერ აირჩია.

16/12/2021 09:56:16 პოლიტიკა

ჩხოროწყუს საკრებულომ თავმჯდომარე კვლავ ვერ აირჩია.

კენჭისყრაზე თავმჯდომარეობის ერთადერმა კანდიდატმა „ქართული ოცნების“ წევრმა ჯუმბერ იზორიამ ხმების საკმარისი რაოდენობა (14 ხმა) ვერ მიიღო. სხდომას 19 დეპუტატი ესწრებოდა, მას კი მხარი 12-მა წევრმა დაუჭირა, 7 ბიულეტენი კი გაბათილდა. სხდომაზე ყველა პარტიის წარმომადგენელი მივიდა, მათ შორის ენმ-ის წევრებიც, რათა კვორუმი შემდგარიყო, თუმცა ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა ენმ-ს წევრებს არ მიუღიათ. იგივე გადაწყვეტილება მიიღო „ლელოს“ წარმომადგენელმა.

ახლა სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული, შესვენების შემდეგ კი საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის დასახელებას გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ გეგმავს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ქართული ოცნება“ ჯერ–ჯერობით უცნობია. მას იზორიას კანდიდატურის დასახელება კიდევ ერთხელ შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ თავმჯდომარის ასარჩევად კენჭისყრა პირველად 3 დეკემბერს, მეორედ კი გასულ კვირასაც ჩატარდა, თუმცა ასარჩევად საკმარისი რაოდენობის ხმები ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. ჩხოროწყუს ახლადარჩეულ საკრებულოში 27 დეპუტატია, აქედან "ქართულ ოცნებას" 12, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 7, პარტია "საქართველოს" 7, "ლელოს" 1, წარმოადგენს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S