Accentnews.ge
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარით დაადასტურა, რომ პატივს არ სცემს პრეზიდენტის ინსტიტუტს, ხოლო შერიგებაზე მათი განცხადებები არის ფარისევლობა"

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარით დაადასტურა, რომ პატივს არ სცემს პრეზიდენტის ინსტიტუტს, ხოლო შერიგებაზე მათი განცხადებები არის ფარისევლობა"

16/12/2021 10:24:34 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პატივს არ სცემს სახელმწიფო ინსტიტუტებს და დესტრუქციაზეა ორიენტირებული, ხოლო შერიგებაზე მათი განცხადებები არის ფარისევლობა".

მისი თქმით, პრეზიდენტის რეზიდენციაში ღონისძიებაში პარტიის თავმჯდომარე მიიღებს მონაწილეობას.

„ჩვენ ვნახეთ „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია, რომ ისინი არ მივლენ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ფარისევლობას მთლიანად „ნაციონალური მოძრაობის“. ისინი პრეზიდენტს მიმართავენ სხვადასხვა საკითხზე და ახლა იმით, რომ მონაწილეობას არ იღებენ, აჩვენებენ უპატივცემულობას პრეზიდენტის, როგორც ინსტიტუტის მიმართ და აჩვენებენ საკუთარ დამოკიდებულებას სხვა პოლიტიკური ორგანიზაციების და საერთოდ პოლიტიკური კლიმატის მიმართ. ეს ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის დესტრუქციაზე ორიენტირებული ძალა. ჩემი შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ კონფლიქტშია საბაზისო პრინციპებთან - დემოკრატიასთან და კანონის უზენაესობასთან იმით, რომ არ აღიარებენ არჩევნებს და სასამართლო გადაწყვეტილებებს. რაც შეეხება შერიგებას, „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა შეურიგდეს ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S