საქართველოში მოქმედი სამი კომპანია აშშ-ის სანქციათა სიაში მოხვდა
16/12/2021 19:13:05 პოლიტიკა
საქართველოში მოქმედი სამი კომპანია აშშ-ის სანქციათა სიაში მოხვდა. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს უსაფრთხოებისა და მრეწველობის ბიუროს (BIS) მიერ სანქციების შესახებ გამოქვეყნებულ შესაბამის აქტში.
დოკუმენტის თანახმად, ამერიკის ვაჭრობის სამინისტრომ „შავ სიაში“ შეიყვანა თურქეთში, მალაიზიაში, საქართველოსა და ჩინეთში მოქმედი 37 ორგანიზაცია, რომლებიც, უწყების თქმით, „აშშ-ის საგარეო პოლიტიკას და ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრებიან“.
კერძოდ, სიაში შეტანილი საქართველოში მოქმედი სამი კომპანია: Gensis Engineering (დოკუმენტში მოხსენიებულია როგორც ქართული და თურქული), ROV Solutions და SAEROS Safety ERO Company (დოკუმენტში მოხსენიებულია როგორც ქართული).
"ვაშინგტონი იღებს ზომებს, რათა რამდენიმე ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან, ირანის სამხედრო პროგრამებში არ მოხვდეს აშშ-ის პროდუქცია",– ნათქვამია დოკუმენტში.


