Accentnews.ge
"საქართველო უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის მტკიცე პარტნიორად რჩება"

"საქართველო უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის მტკიცე პარტნიორად რჩება"

16/12/2021 19:49:23 პოლიტიკა

საქართველო უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის მტკიცე პარტნიორად რჩება, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლას ეხება.

„2020 წელს საქართველო აგრძელებდა აქტიურ თანამშრომლობას მრავალ კონტრტერორისტულ საკითხზე. „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული შეზღუდვების გამო საქართველო შეზღუდული რაოდენობის ტრენინგებში მონაწილეობდა აშშ-თან ერთად, მაგრამ რჩება აშშ-ის მტკიცე პარტნიორად უსაფრთხოების სფეროში. საქართველომ ტერორიზმის ბრალდებით გაასამართლა საქართველოს ერთი მოქალაქე. საქართველომ დახვეწა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობა, განამტკიცა საზღვრების დაცვის ინფრასტრუქტურა“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს მანდატი ტერორიზმთან დაკავშირებული ინციდენტების გამოსაძიებლად და მჭიდროდ თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრთან, იუსტიციის და თავდაცვის სამინისტროსთან და პროკურატურასთან".

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2020 წელს საქართველო მუშაობდა საზღვრის, ავია და საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერებაზე.

„საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და საზღვრის დაცვის სამსახური კარგად არის ორგანიზებული და მაღალკვალიფიურია“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიშის თანახმად, საქართველო მუშაობს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, ავიაგადამზიდავებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა განაგრძოს მგზავრების იდენტიფიკაციის სისტემების დანერგვა.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ „კოვიდ-19“-ის გამო საზღვრების ჩაკეტვამ ხელი შეუწყო საქართველოსა და მისი ტერიტორიის გავლით, ტერორისტებისა და ტერორიზმში ეჭვმიტანილების გადაადგილების შეზღუდვას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S