Accentnews.ge
ევროპარლამენტის რეზოლუცია: "დასავლეთის კომპრომისები რუსეთის მხრიდან აღქმული იქნება სისუსტედ და მოსკოვს აგრესიისკენ უბიძგებს"

ევროპარლამენტის რეზოლუცია: "დასავლეთის კომპრომისები რუსეთის მხრიდან აღქმული იქნება სისუსტედ და მოსკოვს აგრესიისკენ უბიძგებს"

16/12/2021 20:05:29 პოლიტიკა

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მკაცრი სანქციებით, მათ შორის „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის პროექტის განხორციელების შეჩერებით ემუქრება. დოკუმენტს მხარი 548 ევროდეპუტატმა დაუჭირა მხარი, 69 წინააღმდეგ წავიდა.

დოკუმენტის თანახმად, სანქციები უნდა დაუწესდეს რუსეთის ეკონომიკის მნიშვნელოვან სექტორებს, რუს სამხედროებს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გარემოცვასა და ოჯახის წევრებს.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ე.წ. შავ სიაში მოხვედრილ ფიზიკურ პირებს უნდა გაუყინონ ფინანსური აქტივები და მათ უნდა აეკრძალოთ ევროკავშირის ქვეყნებში ჩასვლა. ამას გარდა, ევროპარლამენტარები მოითხოვენ რუსეთის საერთაშორისო საბანკო სისტემა SWIFT-დან გათიშვას.

ამასთან, ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედროების თავმოყრა არის ინსტრუმენტი, მოიპოვოს რუსეთმა დასავლეთიდან პოლიტიკური დათმობები.

"ევროპარლამენტარები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ქვეყნებმა ალიანსები მესამე მხარის თანხმობის გარეშე უნდა აირჩიონ, შესაბამისად, უარყოფენ რუსეთის ნებისმიერ მცდელობას, ჩართოს ზოგიერთი ქვეყანა თავის „გავლენის სფეროში“ და ამგვარად ჩამოაყალიბოს მათი მომავალი. დასავლეთის კომპრომისები რუსეთის მხრიდან აღქმული იქნება სისუსტედ და უბიძგებს მოსკოვს აგრესიისკენ", – ნათქვამია რეზოლუციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S