"დღეს პანდემიის მართვა არის თითქმის ავტომატურ რეჟიმზე"
17/12/2021 07:44:30 პოლიტიკა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ „ომიკრონის“ გამოვლენის შემთხვევაში, ქვეყანაში კლინიკური სექტორი მომზადებულია როგორც მკურნალობის კუთხით არსებული გაიდლაინებით, ასევე საწოლფონდით.
„ჯანდაცვის სისტემა იყო საკმაოდ რთულ მდგომარეობაში, როდესაც პანდემიის დასაწყისი გვქონდა, ვინაიდან ჩვენ არ გვქონდა შესაბამისი მზაობა ამისათვის. გამოვიარეთ საკმაოდ რთული პერიოდი. დღესდღეობით შეიძლება ითქვას, რომ პანდემიის მართვა არის თითქმის ავტომატურ რეჟიმზე, ვინაიდან ყველა ის რგოლი, რომელიც უნდა ზრუნავდეს მოქალაქეების ჯანმრთლობაზე, მუშაობს ეფექტურად. სასწრაფო სისტემაც აწყობილია, არ გვაქვს დაყოვნებული ზარები და აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ის სისტემა, რომელიც ფუნქციონირებს, შეძლებს, გაუმკლავდეს უფრო რთულ სიტუაციასაც კი“, – განაცხადა ტიკარაძემ.


