ტიკარაძე – მის შემცვლელზე: "პრემიერის შერჩეული კანდიდატურა ჩემთვისაც მისაღები იქნება"
17/12/2021 07:48:30 პოლიტიკა
ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობუს შემსრულებელი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ არ იცის, ვინ იქნება მისი შემცვლელი. როგორც მან აღნიშნა, კანდიდატი, რომელსაც პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეარჩევს, მისთვისაც მისაღები იქნება.
„პრემიერი მიიღებს გადაწყვეტილებას და ეს ადამიანი იქნება ჩემთვისაც მისაღები და მასთან გავაგრძელებთ თანამშრომლობას”,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.


