Accentnews.ge
"საოკუპაციო ძალები დამატებით 200კვ/კმ ფართობის ტერიტორიის ოკუპაციას გეგმავენ"

"საოკუპაციო ძალები დამატებით 200კვ/კმ ფართობის ტერიტორიის ოკუპაციას გეგმავენ"

17/12/2021 07:55:19 პოლიტიკა

"ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ლიდერის დავით ქაცარავას ინფორმაციით, "საოკუპაციო ძალები დამატებით 200კვ/კმ ფართობის ტერიტორიის ოკუპაციას გეგმავენ".

"გეგმა გულისხმობს დამატებით 200კვ/კმ-ის ოკუპაციას, ანუ იმ ტერიტორიების ოკუპაციას, რომელიც 2008 წლის ომის შედეგებად არ შეიძლებოდა, განხილულიყო და არც განიხილება. ტერიტორია იწყება ზემო რაჭიდან და მთავრდება თრუსოს ხეობით. ეს ნახაზები, რუკა მათ უკვე შედგენილი აქვთ. ფაქტობრივად, ჯერ–ჯერობით თეორიულად ოკუპანტებმა ხაზი გადმოწიეს საშუალოდ 2,5 კმ სიღრმით ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ეს გეგმა არ შეიძლება, განვიხილოთ, როგორც მხოლოდ გეგმა, ვინაიდან, ჩორჩანა-ჯვრის ტყის მონაკვეთზე დავადგინეთ, რომ არ გეგმის განხორციელება უკვე დაიწყეს. ეს პროცესი შეიძლება, ჩავთვალოთ დაწყებულად, რომლის გააქტიურება დამოკიდებული იქნება ბიბილოვის ე.წ. საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიის აქტივობაზე. მას ე.წ. არჩევნები აპრილში აქვთ", - განაცხადა ქაცარავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, მათ ინფორმაციას ისინი საქართველოს ხელისუფლებასაც გააცნობენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S