Accentnews.ge
"თუ ზურაბიშვილის შემოთავაზება ნიშნავს, რომ ჩვენ ვაპატიოთ სააკაშვილს და ციხიდან გამოვუშვათ, ეს ჩემთვის მიუღებელია"

"თუ ზურაბიშვილის შემოთავაზება ნიშნავს, რომ ჩვენ ვაპატიოთ სააკაშვილს და ციხიდან გამოვუშვათ, ეს ჩემთვის მიუღებელია"

17/12/2021 08:14:55 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ თუ შერიგების თემა გადის იმაზე, რომ ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან უნდა გამოუშვან, ეს მისთვის მიუღებელია.

"თუ შერიგების თემა გადის იმაზე, რომ სააკაშვილი უნდა გამოუშვან, ჩემთვის მიუღებელია. ჩემთვის მისაღებია ის, რომ გამოვიდეს "ნაციონალური მოძრაობა", აღიაროს დანაშაული, მოინანიოს საზოგადოებასთან, ელაპარაკოს ეს არის და ეს. მე პირადად შესარიგებელი არაფერი მაქვს არც მოსახლეობასთან იმიტომ, რომ მერვე არჩევნებს ჩემი პარტია და ჩემი გუნდი იგებს და აგებს "ნაციონალური მოძრაობა". ეს იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობამ არ მიიღო სააკაშვილის ის დეფინიცია, რომ შეცდომა იყო. შეცდომა კი არ იყო, დანაშაულები იყო ჩადენილი და ამის აღიარება არ უნდათ. გიზუსტებთ, თუ ზურაბიშვილის შემოთავაზება ნიშნავს, რომ ჩვენ, პოლიტიკურმა გუნდმა ვაპატიოთ სააკაშვილს და ციხიდან გამოვუშვათ, ეს ჩემთვის მიუღებელია“, – განაცხადა ზარქუამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S