ზარქუა განმარტავს, როდიდან ამოქმედდება აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა
17/12/2021 08:20:28 პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა მარტიდან ამოქმედდება.
ტელევიზიები ვადის გადაწევას სექტემბრამდე ითხოვდნენ, რაზეც ზარქუა ამბობს, რომ "ერთია მათი სურვილი და მეორე ოპტიმალური ვადა".
"ეს არის მეორე მოსმენისთვის ცვლილება. დაახლოებით სამი თვე გამოდის გადაწევა ვადის. ჩემი აზრით, ეს ვადა არის საკმარისი, რომ ყველა ტელევიზია გადაეწყოს", - აცხადებს ზარქუა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტი დაჩქარებული წესით საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.


