ლევან იზორიას საფრანგეთის საპატიო ლეგიონის რაინდის წოდება მიანიჭეს
17/12/2021 09:45:10 პოლიტიკა
გერმანიაში საქართველოს ელჩ ლევან იზორიას საფრანგეთის პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე, საპატიო ლეგიონის ეროვნული ორდენის რაინდის წოდება მიენიჭა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იზორიამ ეს ჯილდო საქართველოს თავდაცვის მინისტრად მოღვაწეობის პერიოდში, საფრანგეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაიმსახურა.
ჯილდოს ოფიციალური გადაცემის ცერემონიალი ბერლინში საფრანგეთის საელჩოში 16 დეკემბერს შედგა.


