Accentnews.ge
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის წესი შეიცვალა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის წესი შეიცვალა

17/12/2021 12:10:23 პოლიტიკა

პარლამენტის გადაწყვეტილებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის წესი შეიცვალა

მმართველი უმრავლესობის მიერ რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი 82-ხმით, ერთხმად - მესამე მოსმენით დაამტკიცეს.

მიღებული ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის პროცესი გამარტივდა - თუ აქამდე ოთხი კენჭისყრა იყო საჭირო, ორი კენჭისყრის ჩატარება საკმარისი იქნება.

მხარდაჭერილი პროექტის თანახმად, პარლამენტი ცესკოს წევრებსა და ცესკოს თავმჯდომარეს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ან სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს. უფრო კონკრეტულად, პირველ ჯერზე კენჭისყრისას პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა იქნება საჭირო. თუ კენჭისყრის შედეგად ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევა არ მოხდა, კანდიდატებს ხელახლა ეყრება კენჭი და არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელსაც მხარს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაუჭერს. ამავე ცვლილებებით, კენჭისყრებს შორის პერიოდში დადგენილი ვადა გაუქმდა.

კანონპროექტი პარლამენტში 12 დეკემბერს დარეგისტრირდა, მის ინიციატორებად და ავტორებად "ქართული ოცნების" წევრები: შალვა პაპუაშვილი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი და გურამ მაჭარაშვილი არიან მითითებული.

ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი, რომელიც "ქართული ოცნების" ინიციატივით იცვლება, თითქმის 6 თვის წინ ამავე პარტიის ინიცირებულია. მაშინ ეს 19 აპრილს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩართულობით გაფორმებული ხელშეკრულების ნაწილი და, მეორე მხრივ, მმართველი პარტიისა და ცალკეული ოპოზიციური ჯგუფების შეჯერებული ცვლილებების ერთი ნაწილი იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S