Accentnews.ge
"სამართალი, როგორც ქცევის წესების ნატიფი ერთობლიობა, ხანგრძლივ დუღილს საჭიროებს"

"სამართალი, როგორც ქცევის წესების ნატიფი ერთობლიობა, ხანგრძლივ დუღილს საჭიროებს"

17/12/2021 12:22:02 პოლიტიკა

"სამართალი, როგორც ქცევის წესების ნატიფი ერთობლიობა, ხანგრძლივ დუღილს საჭიროებს", ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში განაცხადა.

მისი თქმით, "სამეცნიერო დასკვნებზე და სიღრმისეულ ანალიტიკაზე დაფუძნებული სამართალშემოქმედების განვითარების ხელშეწყობა, მტავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა".

"დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველოს სამართლებრივი სისტემა არნახული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. მოქმედი საბჭოთა აქტები მაკულატურად გადაიქცა და ქვეყანას სამართლებრივი კოლაფსი დაემუქრა. სამართალი, როგორც ქცევის წესების ნატიფი ერთობლიობა, ხანგრძლივ დუღილს საჭიროებს. დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში, რომელსაც თან გასდევდა სამოქალაქო ომები, სიდუხჭირე და მრავალი პოლიტიკური ქარტეხილი, არ გვქონდა იმის ფუფუნება, რომ საფუძვლიანად შესწავლილი სამართლებრივი ფუნდამენტის შექმნაზე გვეფიქრა, რასაც ბუნებრივია, სათანადო ფიქრი და დროს სჭირდებოდა. სწორედ ამიტომ, სამეცნიერო დასკვნებზე და სიღრმისეულ ანალიტიკაზე დაფუძნებული სამართალშემოქმედების განვითარების ხელშეწყობა, ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა", – განაცხადა მინისტრმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S