"საკუთრების აღიარებული და უზრუნველყოფილი უფლება მრავალი ადამიანის შეუდრეკელი ბრძოლის შედეგია, ვიწყებთ მიწის სისტემურ რეგისტრაციას"
17/12/2021 12:26:01 პოლიტიკა
საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, მომავალი წლის იანვრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყება.
მინისტრის თქმით, ქვეყანაში მიწის ნაკვეთების 1/3 საჭიროებს რეგისტრაციას, რაც ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა.
"საკუთრების აღიარებული და უზრუნველყოფილი უფლება დამოუკიდებელი საქართველოს საბჭოთა საქართველოსაგან განმასხვავებელი ერთ-ერთი მთავარი ნიშანი და მრავალი ადამიანის შეუდრეკელი ბრძოლის შედეგია. ვიწყებთ მიწის სისტემურ რეგისტრაციას და ეს საკითხი 2024 წლის ბოლომდე ერთხელ და სამუდამოდ სრულად მოწესრიგდება იმგვარად, რომ სანიმუშოდ იქნება უზრუნველყოფილი ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანის საკუთრების უფლება", – ამის შესახებ მან პარლამენტში განაცხადა.


