Accentnews.ge
კობახიძე ტყუილს უწოდებს ღარიბაშვილის შესაძლო გადადგომაზე ინფორმაციას

კობახიძე ტყუილს უწოდებს ღარიბაშვილის შესაძლო გადადგომაზე ინფორმაციას

18/12/2021 08:36:40 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობას არ ტოვებს. ამის შესახებ მას პრემიერის 2021 წლის ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ ჰკითხეს.

"ეს არის ტყუილი, პირდაპირ შემიძლია, გითხრათ და ემსახურება ერთადერთ რამეს, რომ რაღაცნაირად გადაიფაროს ის რეალური კონფლიქტები, რომლებიც არის ოპოზიციის შიგნით", - თქვა კობახიძემ.

მას შემდეგ, რაც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ ისაუბრა, მედიაში გავრცელდა ვარაუდი, რომ თანამდებობას დატოვებდა ირაკლი ღარიბაშვილიც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S