თურნავა „უტიფარს“ უწოდებს თანამდებობიდან მისი შესაძლო გადადგომის შესახებ ინფორმაციას
20/12/2021 11:05:55 პოლიტიკა
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა „უტიფარს“ უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ახლო მომავალში ის თანამდებობის დატოვებას გეგმავს.
„რამდენმე პარტიული ტელევიზია კვლავაც უტიფრად ავრცელებს ინფორმაციას ჩემი გადადგომის შესახებ. მესმის, არ არის სასიამოვნო, ვიღაცისთვის იმაზე საუბარი, რომ ეკონომიკის აღდგენა მიდის და ამით გნებავთ, აქცენტი პიროვნებაზე გადატანოთ. ეს გასაგებია, აქეთკენ მიმართული ნაბიჯია, მაგრამ არაფერს გამოიღებს. გათენდება ახალი წელი და მე კვლავ ეკონომიკის მინისტრის ამპლუაში მოგევლინებით. მზად ხართ თუ არა, რომ საჯაროდ მომიხადოთ ბოდიში?“,– განაცხადა მინისტრმა თემის კომენტირებისას.


