ფაშინიანი: "სომხეთი მიისწრაფის საქართველოსთან ყველა სექტორში თანამშრომლობის გაფართოებისკენ"
21/12/2021 06:01:30 პოლიტიკა
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი მიისწრაფის საქართველოსთან ყველა სექტორში თანამშრომლობის გაფართოებისკენ.
„სომხეთი ძალიან აფასებს სომხეთისა და საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო სააგენტოს შორის მჭიდრო თანამშრომლობას და მიისწრაფის ორ ერს შორის თანამშრომლობის გაფართოებისკენ მრავალსაუკუნოვანი მეგობრობისა და სტრატეგიული ურთიერთკავშირის საფუძველზე, ყველა სექტორში: ენერგეტიკაში, ტექნოლოგიებში, ტურიზმსა და სოფლის მეურნეობაში“, – წერს ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში ქართველ კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ.


