სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილს ინდივიდუალურ რეჟიმში ხვდება
21/12/2021 07:49:57 პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილს ინდივიდუალურ რეჟიმში ხვდება.
დღეს პრეზიდენტი დეპუტატ სალომე სამადაშვილს, ენმ–ის წევრ დეკანოიძესა და მოძრაობა ხალხისთვის ლიდერ ანა დოლიძეს შეხვდა. როგორც ცნობილია, დღესვე ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტთან ინდივიდუალურ შეხვედრებს გამართავენ "გირჩისა" და "ლელოს" წარმომადგენლები.
გუშინ, სალომე ზურაბიშვილი შეხვდა პოლიტიკოს დავით ბაქრაძეს. მანამდე კი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს. საუბრის თემა პრეზიდენტის ინიციატივით წამოწყებული ეროვნული შერიგების პროცესია.


