ნიკოლ ფაშინიანი საქართველოდან გაემგზავრა
21/12/2021 10:53:19 პოლიტიკა
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სამუშაო ვიზიტი საქართველოში დასრულდა.
სომეხი კოლეგა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააცილა.
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად საქართველოს 20 დეკემბერს ეწვია.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების თავმჯდომარეობით ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა, სხდომის დაწყებამდე კი ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს.


