„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას მართავენ
21/12/2021 14:16:02 პოლიტიკა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას მართავენ
მხარდამჭერები თბილისში დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მიკროავტობუსებით ჩამოვიდნენ. მათთან ერთად ადგილზე იმყოფებიან ,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" აქცია სააკაშვილის დაბადების დღეს დაამთხვია. იგი დღეს 54 წლის გახდა.


