Accentnews.ge
რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაიკეტა

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაიკეტა

21/12/2021 14:40:20 პოლიტიკა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია მიმდინარეობს, საავტომობილო გზა გადაიკეტა.

აქციას მოქალაქეები მსვლელობით ორი ლოკაციიდან - “რესპუბლიკის მოედნიდან” და “კოლმეურნეობის მოედნიდან” შეუერთდნენ.

მხარდამჭერები თბილისში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მიკროავტობუსებით ჩამოვიდნენ. მათთან ერთად ადგილზე იმყოფებიან ,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" აქცია სააკაშვილის დაბადების დღეს დაამთხვია. იგი დღეს 54 წლის გახდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S