Accentnews.ge
"დღეიდან ჩვენ მასობრივ საპროტესტო შიმშილობას ვაცხადებთ"

"დღეიდან ჩვენ მასობრივ საპროტესტო შიმშილობას ვაცხადებთ"

21/12/2021 16:10:45 პოლიტიკა

"ნაციონალური მოძარობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივი შიმშილობა დაიწყება. იშიმშილებს თავად ნიკა მელიაც. ეს გადაწყვეტილება მან თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გაახმოვანა.

"დღეიდან ჩვენ ვაცხადებთ მასობრივ საპროტესტო შიმშილობას. ეს მძიმე გადაწყვეტილებაა. ეს კონსტიტუციური უფლებაა. ეს პროტესტის არაძალადობრივი მეთოდია, მაგრამ მძიმეა. გადაწყვეტილებების მიღების პროცესში შეიძლება, ბევრ ადამიანს არ გამოვადგე რჩევის მისაცემად. ვერავის დავავალდებულებ, რომ გადადგას ეს მძიმე ნაბიჯი, მაგრამ, აქვე დავძენ: რაც უფრო მასობრივი იქნება, რაც უფრო მაღალი იქნება კონსოლიდაცია, შედეგი უფრო მალე იქნება პოზიტიური. მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ არ ვეგუებით ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ტყვედ აყვანას", - განაცხადა მელიამ.

მისი თქმით, მოშიმშილეები კახეთის გზატკეცილზე, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან განთავსდებიან.

"ეს სივრცე [პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია] ახალი წლის დღეებში ბავშვებისთვის არის. არ გვინდა, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ხელი შევუშალოთ, განავითაროს ის პროცესი, რომელიც წამოიწყო [ეროვნული თანხმობა]. ჩვენ ვიწყებთ მასობრივ საპროტესტო შიმშილობას კახეთის გზატკეცილზე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე. ვიქნებით ძალიან ბევრნი. შესაბამისი ინფრასტრუქტურა იქ ეწყობა. მესმის, ეს რთულია - ადამიანების ჯანმრთელობას ეხება. მაგრამ იქ, სადაც ეროვნული ინტერესია, იქ, სადაც ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას მთელი სახელმწიფო და იქ მცხოვრები ადამიანები; იქ, სადაც ოკუპაციას გადარჩენილი ქართველები იმ ტერიტორიაზე ვართ, სადაც ხდება ის, რაც ხდება ყოველდღიურად; ოკუპაციას გადარჩენილ ტერიტორიაზე ვცხოვრობთ და დაგვავიწყდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველები იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს აწყობს პოლარიზება, რომ ამაზეც ვერ ვისაუბროთ, ჩვენ სხვა უფლება არ გვაქვს", - განაცხადა ნიკა მელიამ.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. „ნაციონალურმა მოძრაობამ" აქცია მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეს დაამთხვია. იგი დღეს 54 წლის გახდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S