Accentnews.ge
რუსთაველის გამზირზე "ნაციონალური მოძრაობის" აქცია დასრულდა

რუსთაველის გამზირზე "ნაციონალური მოძრაობის" აქცია დასრულდა

21/12/2021 16:43:49 პოლიტიკა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქცია დასრულდა.

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგა.

დღევანდელი აქცია ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გაიმართა.

როგორც დღევანდელ აქციაზე გახდა ცნობილი, „ნაციონალური მოძრაობა“ მასობრივი შიმშილობის აქციას იწყებს.

პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით, შიმშილობას "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალური ოფისის ტერიტორიაზე დაიწყებენ, სადაც ამ წუთებში შესაბამისი ინფრასტრუქტურა ეწყობა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S