Accentnews.ge
"სამოქმედო გეგმა შედგება სამი ნაწილისგან"

"სამოქმედო გეგმა შედგება სამი ნაწილისგან"

21/12/2021 17:57:37 პოლიტიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მიერ მასობრივი შიმშილობის აქციის გამოცხადების შემდეგ თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ განმარტა ოპოზიციის გეგმები. მისი თქმით, სამოქმედო გეგმა შედგება სამი ნაწილისგან:

„პირველი მნიშვნელოვანი ნაწილი არის დიალოგი, რომელიც ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, პრეზიდენტმა წამოიწყო და ჩვენ ამ დიალოგში ვმონაწილეობთ და მიგვაჩნია, რომ ზოგადად, სამი პრეზიდენტის ფორმატი, რომელზეც საუბარი იყო, გასაძლიერებელია. ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომ ქვეყანა გამოვიდეს კრიზისიდან. ამავე დროს, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი ტიპის დიალოგი, როდესაც მეორე მხარეს არის „ქართული ოცნება“, შედგება მხოლოდ მაშინ, როდესაც „ქართულ ოცნებას“ არ ექნება საშუალება მიაფუჩეჩოს საზოგადოებრივი პროტესტი ახალი წლის დღეებში გადღაბნოს ეს საზოგადოებრივი განწყობები და პროტესტი. ამიტომ, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ ყველა მსურველი და ვისაც ჯანმრთელობა აძლევს საშუალებას [დაიწყებს შიმშილობას], ეს იქნება პერმანენტული, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება. გავითვალისწინეთ ის, რომ ბევრ ადამიანს და განსაკუთრების ბავშვებს სიამოვნებთ რუსთაველზე გასეირნება და ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ რუსთაველზე ახალი წლის დღეებში არ უნდა იყოს სამოქალაქო პროტესტი, ამიტომ, პროტესტის ლოკაცია იქნება კახეთის გზატკეცილზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მიმდებარედ. მესამე კომპონენტი არის საერთაშორისო წნეხი", - აცხადებს გიგი უგულავა.

მისი შეფასებით, „არც უცხოელი და არაც არავინ არაფერს იზამს თუ არ დაინახა, რომ ხალხი არ შეეგუება პოლიტპატიმრებს, პრეზიდენტის ციხეში გამოკეტვას“.

„ნაციონალური მოძრაობა“ მასობრივი შიმშილობის აქციას იწყებს. პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით, შიმშილობას "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალური ოფისის ტერიტორიაზე დაიწყებენ, სადაც ამ დროისთვის უკვე 2 კარავია გაშლილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S