Accentnews.ge
სუბარი - მოშიმშილეებზე: „მაკდონალდსის“ გვერდით მოუწევთ შიმშილობა"

სუბარი - მოშიმშილეებზე: „მაკდონალდსის“ გვერდით მოუწევთ შიმშილობა"

22/12/2021 07:13:36 პოლიტიკა

ადამიანი დამნაშავეა თუ არა და სასჯელი უნდა მოიხადოს თუ არა, ეს შიმშილობით არ წყდება, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, შიმშილობის უფლება ყველას აქვს.

„ახლა რომ ვთქვა, იშიმშილონ, ეს ჩემი მხრიდან ცოტა ცინიკური იქნება, მაგრამ ბუნებრივია, მათ ნებაშიც ვერ ჩავერევი. თავადაც მიხვდებიან, რომ ძალიან უაზრო აქციაა. კარგი იქნება, რომ პოლიტიკურ პროცესში დაბრუნდნენ და მიხეილ სააკაშვილი მიხვდეს, როგორი შეცდომაც იყო ქვეყანაში შემოპარვა და იმის იმედად ყოფნა, რომ ქუჩაში ასიათასობით ადამიანი გამოვიდოდა, ყველა ხელში ატაცებული აიყვანდა თანამდებობაზე და ოლიმპზე. ისევ ის შეცდომაა ახლა, როცა თავის თანაგუნდელებს აშანტაჟებს, რომ მათ შიმშილობით ან რაიმე აქციებით აიძულონ ხელისუფლება ან ვინმე, სააკაშვილი ციხიდან გამოვიდეს. სააკაშვილი სასჯელს მოიხდის. ეს არის სამართლებრივი პროცესი და მას არაფერი პოლიტიკასთან არ აქვს. „მაკდონალდსის“ გვერდით შიმშილობა მოუწევთ, თუ მაინც მოინდომებენ, მსუბუქი შიმშილობა ჰქონდეთ, ხბოს პაშტეტების ნაცვლად, რასაც მათი პრეზიდენტი მიირთმევდა, “მაკდონალდსის” ჰამბურგერებს მიირთმევენ.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მასობრივი შიმშილობის აქციას იწყებს. "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას განცხადებით, შიმშილობის აქცია იქამდე არ შეწყდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S