Accentnews.ge
თალაკვაძე "მასობრივი შიმშილობის" აქციას პროვოკაციად აფასებს

თალაკვაძე "მასობრივი შიმშილობის" აქციას პროვოკაციად აფასებს

22/12/2021 09:17:38 პოლიტიკა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, "სააკაშვილის დავალება, რომ მისმა მხარდამჭერებმა იშიმშილონ, არის მორიგი პროვოკაცია".

"დაბადების დღეზე მისულ სტუმრებს რომ შიმშილობას დააწყებინებ, ალბათ, ყველამ ვიცით, ეს რას ნიშნავს",– განაცხადა ალაკვაძემ.

მისი თქმით, წარმოუდგენელია, რომ ქვეყანაში ვინმემ შიმშილობით მართლმსაჯულებას თავი დააღწიოს:

„როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით მიმდინარეობს ბრძოლა ნიკა მელიასა და გვარამია-სააკაშვილს შორის. ეს მეორე ჯგუფი ცდილობს, როგორმე ნიკა მელია ჩაანაცვლოს ან შეასუსტოს, რადგან ის პარტიის თავმჯდომარეა. სანამ სააკაშვილი პატიმრობაშია, ცხადია, ნიკა მელიას თანამდებობას და გავლენას საფრთხე არ ემუქრება. ამასთან, გარკვეულ კავშირში უნდა იყოს თემურ ალასანიას საქართველოში ჩამოსვლა, რომელიც რუსული სპეცსამსახურების თანამშრომელი გახლავთ და ასევე, ამასთან კავშირში უნდა იყოს ოპოზიციის მიერ მართული ტელევიზიების შიგნით ფინანსური არსებული კრიზისი და ის განცხადებები, რაც ტელევიზიების შიგნით კეთდება“.

არჩილ თალაკავძის განცხადებით, თემურ ალასანია საქართველოში კონკრეტული დავალებით ჩამოვიდა:

„აშკარაა, რომ რუსული სპეცსამსახურების თანამშრომელი თემურ ალასანია საქართველოში კონკრეტული დავალებით, კონკრეტული ინსტრუქციით ჩამოვიდა და პარტიულ ტელევიზიებს დაემუქრა, რომ დაფინანსებას შეუწყვეტდა, თუ უფრო რადიკალურ მოქმედებებზე არ გადავიდოდნენ. მან იგივე ინსტრუქცია ჩამოიტანა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მიმართ და სავარაუდოდ, სწორედ ამის შედეგია, რომ ალასანიას საქართველოდან წასვლის მეორე დღესვე დაიწყო შიმშილობა. რასაც ისინი შიმშილობას ეძახიან, სინამდვილეში, სააკაშვილმა დაბადების დღეზე მისულ სტუმრებს შიმშილობა დააწყებინა, რაც არის არა ლიდერობა, არამედ ეგოიზმი, როცა ჰოსპიტალში ხარ, საუკეთესო სამედიცინო მომსახურებას იღებ და შენ მიმართ ყველა პირობა უზრუნველყოფილია და ამ ფონზე, ზამთარში, პანდემიის პერიოდში, საკუთარ მხარდამჭერებს შიმშილობისკენ მოუწოდებ, ეს არის ეგოიზმი და არა ლიდერობა, თუმცა ვიცოდით, როგორი ხელმძღვანელი იყო სააკაშვილი, რადგან გორში, თვითმფრინავის გამოჩენაზე ის გაიქცა და თავისი ფრანგი კოლეგა მიატოვა. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მხრიდან ცინიკურ დამოკიდებულებაზე მიუთითებს ის, როცა საკუთარი მხარდამჭერები ქუჩაში საშიმშილოდ კარვებში დასვეს მაშინ, როცა დიდი კეთილმოწყობილი ოფისი აქვთ“.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მასობრივი შიმშილობის აქციას იწყებს. "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას განცხადებით, შიმშილობის აქცია იქამდე არ შეწყდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S