Accentnews.ge
ხოშტარია: "პრეზიდენტი მართლაც ეძებს პოლარიზაციის დაძლევის გზებს"

ხოშტარია: "პრეზიდენტი მართლაც ეძებს პოლარიზაციის დაძლევის გზებს"

22/12/2021 13:54:57 პოლიტიკა

პრეზიდენტი ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს განაგრძობს. დღეს მას "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ ხოშტარიამ განაცხადა, რომ პრეზიდენტს პროცესის სწორი ხედვა აქვს.

"ამ შეხვედრის დროს კიდევ უფრო ღრმად დავრწმუნდი, რომ პრეზიდენტი მართლაც ეძებს პოლარიზაციის დაძლევის გზებს. ჩემი აზრით, მას პროცესის ხედვა აქვს ძალიან სწორი. მართლმსაჯულების სისტემის გამართვის გარეშე, ვერანაირი ეროვნული თანხმობა ვერ იქნება იმიტომ, რომ ეროვნული თანხმობა არ არის ჩვენ შორის კაბინეთში ჩამორთმეული ხელი", - ამბობს ხოშტარია.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე საქართველოს სახელით წარსდგა და თქვა, რომ პოლარიზაციის და სიძულვილის დაძლევა აუცილებელია და როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ეროვნული მასშტაბით წამოიწყებს საუბარს ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად.

ამის შემდეგ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წინასაახალწლო მიღებაზე პარტიებს "ეროვნული თანხმობის" მიღწევის მისი ხედვა გააცნო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S