მარგველაშვილს სააკაშვილთან შეხვედრის მოთხოვნა დაუკმაყოფილეს
22/12/2021 14:32:03 პოლიტიკა
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს გორის ჰოსპიტალში მყოფი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლება მისცეს. პენიტენციური სამსახურის ცნობით, მარგველაშვილის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
გიორგი მარგველაშვილმა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისთვის შესაბამისი განცხადებით 20 დეკემბერს მიმართა. როგორც უწყებაში ამბობენ, მოთხოვნა დააკმაყოფილეს, რადგან მედპერსონალის რეკომენდაციის საფუძველზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეხვედრის გამართვის შესაძლებლობას იძლევა და სამსახურს წინააღმდეგობრივი პოზიცია არ გააჩნია.
20 დეკემბერს გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.


