Accentnews.ge
"მინდა, ამ უაღრესად მძიმე ეტაპზე სოლიდარობა გამოვუცხადო უკრაინას"

"მინდა, ამ უაღრესად მძიმე ეტაპზე სოლიდარობა გამოვუცხადო უკრაინას"

22/12/2021 14:40:53 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინას, რომლის საზღვრებთან რუსული ძალებია თავმოყრილი, სოლიდარობა გამოუცხადა. ამის შესახებ მან ელჩების ონლაინ–კონფერენციაზე განაცხადა.

"მინდა, ვისარგებლო დღევანდელი ჩემი გამოსვლით და ამ უაღრესად მძიმე ეტაპზე, სოლიდარობა გამოვუცხადო უკრაინას, სოლიდარობა და მხარდაჭერა მის სუვერენობას და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე, სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა დიალოგის მცდელობას, რომელიც მიმართულია რეალურ დეესკალაციისა და კონფლიქტის გადაჭრისკენ”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S