Accentnews.ge
"ძალიან სამწუხაროა, როდესაც ბელადის შანტაჟით იწყებს 200 ადამიანი შიმშილობას"

"ძალიან სამწუხაროა, როდესაც ბელადის შანტაჟით იწყებს 200 ადამიანი შიმშილობას"

22/12/2021 15:41:20 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ენმ-მ მასობრივი საპროტესტო შიმშილობა "ბელადის შანტაჟით" დაიწყო.

"შიმშილი ყველას პოლიტიკური უფლებაა, მათ შეუძლიათ, ეს უფლება გამოიყენონ. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, როდესაც ბელადის შანტაჟით იწყებს 200 ადამიანი შიმშილობას. ეს არის სამწუხარო მოვლენა, რაც ბუნებრივია პოლიტიკას არ წაადგება, თუმცა ეს არის მათი გადაწყვეტილება, მათი არჩევანი",- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის: 21 დეკემბერს ენმ-ის ოფისთან მასობრივი საპროტესტო შიმშილობა დაიწყო. მთავარი მოთხოვნა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S