Accentnews.ge
"ეროვნული შეთანხმების კონტექსტში კონკრეტული ადამიანების საკითხის დაყენება შეთანხმებას აფერხებს"

"ეროვნული შეთანხმების კონტექსტში კონკრეტული ადამიანების საკითხის დაყენება შეთანხმებას აფერხებს"

22/12/2021 15:46:33 პოლიტიკა

ექს–პრემიერი, პარტია „საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხს ეხმიანება და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ სააკაშვილის ადგილი ციხეშია.

მისი თქმით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა – ეროვნული შეთანხმება არა კონკრეტული პირების, არამედ ზეპარტიულ საკითხებზე უნდა მოხდეს:

"ეროვნული შეთანხმების კონტექსტში კონკრეტული ადამიანების საკითხის დაყენება შეთანხმებას აფერხებს. ეროვნული შეთანხმება უნდა მოხდეს ზეპარტიულ საკითხზე, როგორიცაა ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, ქვეყნის საგარეო ორიენტაცია, მართლმსაჯულების სიტემა, დეოკუპაცია და უამრავი რამ".

როგორც მან აღნიშნა, პროცესში პრეზიდენტს ყველამ ხელი უნდა შეუწყოს:

"საკმაოდ ამბიციური ტვირთი იტვირთა პრეზიდენტმა და ყველამ მადლობა უნდა გადავუხადოთ, რადგან ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. რადიკალიზაცია და პოლარიზაცია არის, რაც ქვეყანას წარსულში აბრუნებს და არ მიჰყავს წინ. შესაბამისად, ყველა უნდა ვეცადოთ, ქალბატონი პრეზიდენტის ინიციატივას დავეხმაროთ, იმ შესაძლებლობებით, რაც ჩვენ გვაქვს. ჩვენ ის შესაძლებლობები გვაქვს, რომ ყველა ჩვენი წარმომადგენლობა საკანონმდებლო დონეზე, ჩვენი ინიციატივები ყველაფერ იქნებ განსაზღვრული იმით, რომ ქალბატონ პრეზიდენტს ამ მისიის შესრულებაში [დავეხმაროთ] ფრთხილი ოპტიმიზმით ვუყურებთ".

რაც შეეხება მოშიმშილეებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობენ, გახარია ამბობს, რომ პროტესტის ეს ფორმა იმ შედეგს ვერ გამოიწვევს, რაც ქვეყანას სჭირდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S