Accentnews.ge
გიორგი გახარია ილია მეორეს შეხვდა

გიორგი გახარია ილია მეორეს შეხვდა

22/12/2021 15:45:20 პოლიტიკა

პარტია „საქართველოსთვის" ლიდერი, ექს–პრემიერი გიორგი გახარია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა.

„მოგეხსენებათ, რომ 25 დეკემბერს არის პატრიარქის აღსაყდრების 44 წელი და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მე უნდა მიმელოცა. სამწუხაროდ, ადრე მომიწია იმიტომ, რომ 25 დეკემბერს საქართველოში არ ვიქნები და ეს იყო ძირითადი მიზეზი, რატომაც ასე ადრე მომიწია“, - განუცხადა გახარიამ ჟურნალისტებს.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა პოლიტიკური საქმიანობის შესახებაც ისაუბრა:

„ვარ, ვიყავი და ვიქნები საქართველოში და თბილისში. ბევრი სამუშაო გვაქვს. მოგეხსენებათ, სრულიად ახალი პარტია გვაქვს, ბევრი საქმე და სამუშაოა. ამიტომ, რეგიონებში ხალხთან ბევრი მუშაობა გვიწევს. ეს არის და ეს. თან ახლა განსაკუთრებული ამ პოლიტიკურ პროცესში არც არაფერი ხდება. ვფიქრობ, საპარლამენტო მუშაობა, საკრებულოები დღეს არის პრიორიტეტი, როდესაც ჩვენმა მოქალაქეებმა მათი ინტერესი უნდა განახორციელონ, მათი ყოველდღიური პრობლემები ამ საკანონმდებლო ორგანოებით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მე ამაზე ვმუშაობ“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S