Accentnews.ge
ტიკარაძე –„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაწყებულ შიმშილობაზე: "ართულებს პანდემიურ სიტუაციას"

ტიკარაძე –„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაწყებულ შიმშილობაზე: "ართულებს პანდემიურ სიტუაციას"

23/12/2021 08:24:33 პოლიტიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე ტიკარაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაწყებული მასობრივი შიმშილობა ისედაც რთულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს.

„მასობრივ შიმშილობას რაც შეეხება, როგორც მაშინ, ასევე, ახლაც, მესმის, რომ გარკვეული პროტესტის სახე არის დემოკრატიის ერთ-ერთი ნიშანი საზოგადოებაში და სახელმწიფოში. მესმის, რომ ადამიანები ცდილობენ გარკვეული დაძაბულობის შემოტანას იმისთვის, რომ მეტი ყურადღება მიიქციონ ამ პროცესში, თუმცა, ნამდვილად მივიჩნევ, რომ ყოველთვის არსებობს დიალოგის რესურსი და მნიშვნელოვანია პოლიტიკაში მყოფი პირები მიმართავდნენ დიალოგს და არა სხვადასხვა ფორმის საპროტესტო აქციებს, რომელიც ართულებს ქვეყანაში ისედაც არსებულ პანდემიურ სიტუაციას“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S