"რეგიონული დაძაბულობის ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ და აშშ-მა ახლო კომუნიკაცია შევინარჩუნოთ"
23/12/2021 09:19:13 პოლიტიკა
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეებს ნიკოლოზ სამხარაძესა და ირაკლი ბერაიას შეხვდა.
დეგნანის თქმით, რეგიონული დაძაბულობის ფონზე მნიშვნელოვანია, რომ აშშ-მა და საქართველომ ახლო კომუნიკაცია შეინარჩუნონ.
"საქართველოს დელეგაციის ვიზიტზე ვაშინგტონში. დელეგაციას შეხვედრები ჰქონდა კონგრესის წევრებთან, სახელმწიფო დეპარტამენტისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, სადაც განიხილეს საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხები. ასევე, განვიხილეთ მრავალი სხვა საკითხი. როგორც წესი, აშშ და საქართველო სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობენ და რეგიონული დაძაბულობის ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ახლო კომუნიკაცია შევინარჩუნოთ“, – განაცხადა დეგნანმა.


