დეგნანი- ზურაბიშვილთან შეხვედრებზე: "ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ამ მოლაპარაკებებში"
23/12/2021 09:49:19 პოლიტიკა
საქართველოში ამერიკის ელჩი კელი დეგნანი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად დაწყებულ მოლაპარაკებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პროცესს მიესალმება და მხარს უჭერს.
ელჩის თქმით, ამ მოლაპარაკებებში ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს:
"საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოლაპარაკებები ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ინიციატივა ჩვენთვისაც ძალიან მისასალმებელია. ჩვენ მას მხარს ვუჭერთ. განსაკუთრებით ეს მოლაპარაკებები მნიშვნელოვანია ქვეყნის სტაბილურობისთვის, ვიცით, რომ ამ პროცესში ჩართულები არიან პოლიტიკოსები, საზოგადოება და ეკლესია. ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ამ მოლაპარაკებებში".


