ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტიის წევრი აირჩიეს
23/12/2021 09:53:12 პოლიტიკა
ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ ექს–პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოს" წევრი შოთა წურწუმია აირჩიეს. მას მხარი ოპოზიციამ დაუჭირა. კენჭისყრაში 15 დეპუტატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", "ლელოს" და პარტია „საქართველოს" წევრები მონაწილეობდნენ. წურწუმიამ 15-დან 14 ხმა მიიღო, ერთი ბიულეტენი კი ბათილი იყო.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია "ქართული ოცნების" წევრებს, თუმცა ისინი დარბაზში იმყოფებოდნენ და კოლეგებს სხდომის გადადებისკენ რამდენიმეჯერ მოუწოდეს. მოწოდებებს მცირე სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა.


