ზურაბიშვილი – ეროვნულ თანხმობაზე: "არავინ იფიქროს, რომ 2 თვეში დავდებთ მიშელის ახალ დოკუმენტს"
23/12/2021 09:55:06 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე ეროვნული თანხმობის პროცესზე ისაუბრა. მისი თქმით, უნდა, პროცესში მთელი საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ჩართული, ამ მიზნით კი რეგიონებში შეხვედრებს გამართავს.
მისი თქმით, არავინ უნდა იფიქროს, რომ "2 დღეში ან 2 თვეში შარლ მიშელის ახლა დოკუმენტს დადებენ".
"გრძელი, რთული პროცესია, არავინ არ იფიქროს, რომ 2 დღეში და 2 თვეში დავდებთ რაღაცა ახალ მიშელის დოკუმენტს, ეს არ არის ამის მიზანი. მიზანია, გავიგოთ, რა იყო ჩვენი წარსული, რა იყო ამ წარსულში ისეთი რაღაცები, რაც უნდა გამოსწორდეს იმისთვის, რომ ის, რაც მოხდა, არასოდეს განმეორდეს. ეს რთულია, ეს არის პროცესი, რომელშიც მთლიანად საზოგადოება უნდა იყოს ჩართული, ეს არ არის პროცესი მართული პოლიტიკური პარტიების მიერ და როცა ვამბობთ საზოგადოება, პირველ რიგში რეგიონებიც უნდა იყვნენ ჩართულები იმავე დონეზე და იმისთვის, რომ ეს პროცესის გამჭვირვალეობა იყოს ბოლომდე მიტანილი საზოგადოებამდე, მე ვაპირებ, რომ რეგიონებში გავმართო შეხვედრები", - განაცხადა ზურაბიშვილმა.


